დედაქალაქის მუნიციპალიტეტში, ვარკეთილის მცხოვრებლების და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ვარკეთილიდან, ასევე თბილისის საკრებულოს და მშენებარე კომპანის წარმომადგენელი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილმონაცვლეობის საკითხს, რეკრეაციულ ზონას და ასევე შენობის პროექტის ცვლილებას.
როგორც სუხიშვილის 12 ნომერში მცხოვრებლები ამბობენ, შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა. მერიის წარმომადგენლებმა მათ ინვესტროთან მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზეს.
ვარკეთილში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილის დათმობას არ აპირებენ და აქციის გაგრძელებას გეგმავენ. მათვე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მშენებლობა არ შეჩერდება, თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.
ადგილობრივი მოსახლეობა, სუხიშვილის 12 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.