06 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელი - პარლამენტში სამეურვეო საბჭოს უფლება-მოვალეობების შესახებ ინიციატივა განიხილეს

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლების ინიციატივა განიხილეს, სამეურვეო საბჭოს უფლება-მოვალეობების შესახებ.

საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს შორის უფლება-მოვალეობების მკვეთრ გამიჯვნას. საინიციატივო ჯგუფის წევრები სწორედ ამ მიმართულებით ითხოვდნენ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას.

მათი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის მოვალეობები ერთმანეთს კვეთს და სამეურვეო საბჭო ერევა მართვის პროცესში, რაც ეწინააღმდეგება მაკონტროლებლის ფუნქციას.

„ეს ცვლილებები შევიდა 2013 წელს. მანამდე, მთელი 10 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობდა არსებული კანონმდებლობით, სადაც მას ზუსტად ქონდა განსაზღვრული თავისი უფლება-მოვალეობები. ეს ცვლილებები გააძლიერებს მას, როგორც მაკონტროლებელ ორგანოს და მოხსნის პასუხისმგებლობას, როგორც აღმასრულებელი ორგანოსი,“ - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის უფროსმა გოგა ჩართოლანმა.

საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ შეფასებას აკეთებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ხელმძღვანელი დოდო შონავა.

„სამეურვეო საბჭოს აქვს უფლება ჩაერიოს მართვაში, რაც ჩვენი აზრით, ართულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნორმალურ ფუნქციონირებას,“ - განაცხადა დოდო შონავამ.

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი 

დღის ამბები