მწვავე პნევმონიით ბათუმში 2 პაციენტი გარდაიცვალა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ვირუსული პნევმონია სხვა ქრონიკული დაავადებების ფონზე განვითარდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ H 3 ვირუსით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა უკვე პიკს აღწევს. ხშირია ბინაზე გამოძახებებიც.