06 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილმა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ნათლისღება მიულოცა

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. თბილისის ეკლესიაში დღეს იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში მცხოვრებ სომხებს პირადად მიულოცა რელიგიური დღესასწაული.

„რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო გააგრძელებს იმ ძალისხმევას, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თავს გრძნობდეს საკუთარ სამშობლოში თანასწორად, დაცულად, ქონდეს თავისუფლად საკუთარი იდენტობის და აღმსარებლობის გამოხატვის შესაძლებლობა,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

დღის ამბები