06 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
ვარკეთილში კორპუსის მშენებლობაზე მერია ინვესტორსა და ადგილობრივებს მოლაპარაკებას სთავაზობს

სუხიშვილის 12 ნომერში მცხოვრებლების პროტესტი მშენებარე კორპუსს - დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მხარეებს შორის შეხვერა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა სამივე მხარე, როგორც ინვესტორი, მერიის წარმომადგენლები, ასევე აქციის მონაწილეები. შეხვედრას მედიატორის სახით აკვირდებოდნენ პარლამენტის წევრი ვარკეთილიდან და საკრებულოს წარმომადგენელი.

რაც შეეხება მერიის პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ მათ შესთავაზეს, რომ მოლაპარაკებები დაიწყონ ინვესტორმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და იმ შემთხვევაში თუ მოხდება კონსენსუსი მხარეებს შორის, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას აღსრულებაში მოიყვანს.

„მერიას აქვს ერთადერთი პოზიცია, ის იცავს როგორც მოსახლეობის, ისე ინვესტორის ინტერესს. მერია მზად არის, რომ თუ ამ საკითხის დარეგულირებისთვის საჭიროა მისი რესურსი, მზად არის, რომ ამ დარეგულირებაში ჩაერთოს და განიხილოს ნებისმიერი ვერსია. ამ შეთანხმების პროცესში თუ გამოვლინდება მერიის ჩართულობის საჭიროება, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი 

დღის ამბები