ვასილ მაღლაფერიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერეალურ დირექტორად დანიშვნას ბევრი გამოხმაურება მოყვა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატი, რამაზ სამხარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
„სამეურვეო საბჭოს წევრებმა უღალატეს დემოკრატიულ პრონციპებს, უღალატეს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. იმდენად, რამდენადაც დირექტორად აირჩიეს ადამიანი, რომელიც წარსულში იყო პოლიტიკასთან ახლოს, ყოფილი გუბერნატორი, მისი გვარი ფიგურირებს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში,“ - აცხადებს რამაზ სამხარაძე.