06 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
"ველოდები როდის წავიყვან ჩემს ბიჭს სახლში“ - გიგი უგულავას მამა

სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებასთან გიგი უგულავას ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. ისინი თბილისის ყოფილი მერის გათავისუფლებას ელოდებიან.

ე.წ. მატროსოვის ციხესთან იმყოფება გიგი უგულავას მამაც, რომელიც ასევე შვილის გათავისუფლების მოლოდინშია.

„ეს არის სასიამოვნო მოულოდნელობა, ძალიან გახარებულები ვართ, ველოდები როდის წავიყვან ჩემს ბიჭს სახლში,“ - აღნიშნა არჩილ უგულავამ.

სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს პატიმრობის ვადა შეუმცირა. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.  

დღის ამბები