06 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დანიშნა კანდიდატი, რომელიც ხელისუფლებისთვის ყველაზე მისაღებია“ - ნიკო მჭედლიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნას, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ერთერთი კანდიდატი კურიერის პირდაპირ ეთერში ეხმაურება.

ნიკო მჭედლიშვილი ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას „ხელისუფლებისთვის ყველაზე მისაღებ კანდიდატად აფასებს.“ მისი თქმით, როდესაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, ამ დროს ბორდმა არჩევანი უნდა გააკეთეს იმ კანდიდატზე, რომელიც არის ყველაზე ნეიტრალური.

„ბორდის მთავარი დანიშნულებაა და ისინი პარლამენტის მიერ იმიტომ არიან არჩეული ბორდში, რომ მათ უნდა გააქარწყლონ ყოველგვარი ეჭვი საზოგადოების, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება იყოს პოლიტიკურად გადახრილი ხელისუფლების ან სხვა პარტიის მხარეს. სამწუხაროდ დღეს ეს ეჭვი ვერ გააქარწყლა, მთავარი ფუნქცია ვერ შეასრულა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დანიშნა კანდიდატი, რომელიც, ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის არის ყველაზე მისაღები,“ - განაცხადა ნიკო მჭედლიშვილმა.

დღის ამბები