06 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
ვასილ მაღლაფერიძეს აქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიცია- ქეთევან მსხილაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე ფიქრობს, რომ ეს იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული. მისი თქმით, მას კანდიდატებთან არ აქვს პრეტენზია, არამედ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის აზრით, საბჭო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საქმეს.

„კრიტიკულ მომენტში საბჭო ყოველთვის იღებს ხელისუფლების მაამებლურ გადაწყვეტილებას, გაგახსენებთ ეგზიტპოლებს,“ - ასე აფასებს საბჭოს გადაწვეტილებას ქეთევან მსხილაძე.

მან ასევე ისაუბრა ახალი გენერალური დირექტორის პოლიტიკურ წარსულზე. 

"ვასილ მაღლაფერიძეს აქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიცია და არ მალავს სიმპატიებს მმართველი პარტიის მიმართ,“ - აღნიშნავს ქეთევან მსხილაძე.

ის სამომავლოდ მონიტორინგის გაძლიერებას გეგმავს და მოუწოდებს მედია ორგანიზაციებს, არასამთავრობოებს, მეტი ფოკუსირება მოახდინონ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებზე. 

დღის ამბები