რომან გოცირიძე გიგი უგულავას საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას ულოცავს. მისი თქმით, კარგი იქნება თუ სხვა პოლიტპატიმრებიც მის ბედს გაიზიარებენ.
„მინდა, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც იმყოფება ციხეში, სულ მალე გათავისუფლდეს. კარგია თუ ქვეყანაში გამოცხადდება საყოველთაო ამნისტია. თუ საქართველოს პრეზიდენტს ეყოფა ამის გამბედაობა და ის გადადგამს ამ ნაბიჯს,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
რომან გოცირიძე თავს იკავებს შეფასებისგან რამდენად მოახდენს გიგი უგულავას გათავისუფლება ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე პროცესებზე გავლენას და ის ელის თავად გიგის უგულავას გადაწყვეტილებას.