ნახევარი საუკუნის შემდეგ ალექსანდრე ბაჟბეუკ მელიქოვის პირველი პერსონალური გამოფენა - მხატვრის 100-მდე ნამუშევარი ეროვნულ გალერეაში გამოიფინება.
გრაფიკულ და ფერწერულ ტილოებს შორის, ყველაზე ხშირად პორტრეტებს შეხვდებით. მათ შორის 1917 წელს დახატული ლადო გუდიაშვილი, რომელიც ყველა მისი დანარჩენი ნამუშევრისგან სტილისტურად განსხვავდება. როგორც ცნობილია, ალექსანდრე ბაჟბეუკ მელიკოვს ყველაზე მეტად ქალის პორტრეტების ხატვა უყვარდა.
125 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ექსპოზიციაზე სხვადასხვა გალერეებში და რამდენიმე კერძო კოლექციაში დაცული ფერწერული და გრაფიკული ტილოები გამოიფინება.
ნახევარი საუკუნის შემდეგ, პირველი პერსონალური გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ოთხ დარბაზში, 10 იანვრიდან 25 თებერვლამდე გაგრძელდება.
ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი