06 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
"მიმაჩნია, რომ ძველიან ახლიანად, ეს არის ერთი დიდი პოლიტიკური კონტექსტი“ - ინგა გრიგოლია ე.წ. ფარული კადრების შესახებ

ფარული ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.  

გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ მათი დაკავებაც და 9 თვეში გათავისუფლებაც, პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყოს.

„დაუკვირდით, რამდენი ადამიანი გაქრა აქტიური, პოლიტიკური ცხოვრებიდან. დავიჯეროთ, რომ დილით პოლიტიკური ლიდერები იღვიძებდნენ და დღეგამოშვებით ყველა ერთად იღებდა გადაწყვეტილებას? ჩვენ ხომ არ ვიცით მათ ფარულად კიდევ ვინ რა მუქარა შეუთვალა. ეს არის ერთი გეგმის ნაწილი, იღებდნენ ძველები, ეკა მიშველაძე ამბობს, რომ იღებდნენ ახლებიც, იმიტომ რომ ეკას სკანდალი უკვე ახალი რეალობის დროინდელია და მიმაჩნია, რომ ძველიან ახლიანად, ეს არის ერთი დიდი პოლიტიკური კონტექსტი,“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

დღის ამბები