ქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს. ახალშობილი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი 2-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესების დარღვევას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.