საშობაო მსვლელობის მონაწილეები ამ დროისთვის თავისუფლების მოედანს ტოვებენ. ისინი ტოვებენ საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიას. ისინი შეხვდნენ თბილისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, რომლებმაც მათ ტკბილეული გადასცეს.
თეთრ სტიქარში გამოწყობილი ბავშვები, მწყემსები და სასულიერო პირები უკვე ერთი საათია მსვლელობას მართავენ. თეატრალიზებული მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო.
მსვლელობის მონაწილეები მოქალაქეებს მისალოც ბარათებს ურიგებენ. მოსახლეობა კი მათ ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს, შემოწირულობებს სამების ტაძარში მიიტანენ, შემდეგ კი ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და ბოლოს მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში მივლენ. შემოწირულობას მიიტანენ სწორედ სამების ტაძარში, საიდანაც ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს გაუნაწილებენ.