ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებმა გზა რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ განაგრძეს. ალილოს მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოსთან პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები დახვდნენ და საჩუქრები გადასცეს.
დეპუტატებმა საქართველოს მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიერმართებიან, საიდანაც მსვლელობას სამების საკათედრო ტაძარში დაასრულებენ.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.