06 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
ზუგდიდის მკვიდრი პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

დიმა გვასალია ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მოქალაქის თქმით, ის პოლიციელებმა მაშინ სცემეს, როდესაც მან მისი ბიძაშვილის დახმარება გადაწყვიტა, რომელსაც, ასევე დიმა გვასალიას მტკიცებით, პოლიციელები შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„ჩამაგდეს მანქანაში და მირტყამდნენ ქუსლებით,“- აცხადებს დიმა გვასალია.  

გვასალიას თქმით, ის და მისი ბიძაშვილი პოლიციელებმა სამმართველოში გადაიყვანეს და დააკავეს, თუმცა მოგვიანებით 250 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დიმა გვასალიას თქმით, მისი და ბიძაშვილის ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

გვასალიების ოჯახი მომხდარის გამოძიებას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცემის ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციული დაკავების ფაქტთან დაკავშირებით სასამართლომ მათ ჯარიმა დააკისრა. გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე კი, გენინსპექციამ საქმის მასალები პროკურატურას გადაუგზავნა. 

 

დღის ამბები