კიდევ ერთი გატაცება გორის რაიონიდან. 25 წლის ახალგაზრდა ოკუპანტებმა გაიტაცეს. სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობის ინფორმაციით, 25 წლის რევაზ სრესელი ოკუპანტებმა ღვთისმშობლის სახელობის სალოცავთან დააკავეს. ამ დროს ის შვილის დაბადების დღისა და ქრისტეშობის აღსანიშნავად სანთლების დასანთებად იყო წასული.
მომხდარზე ჟურნალისტებთან ოჯახის წევრები არ საუბრობენ. ამ ეტაპზე ოფიციალური პირებიც თავს იკავებენ კომენტარის გაკეთებისგან.