06 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
9 იანვარს ალილოს მსვლელობიდან მიღებული შემოწირულობების დარიგება დაიწყება

9 იანვრიდან ალილოს მსვლელობის შედეგად შეგროვებული შემოწირულობების დარიგება ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში დაიწყება.

ალილოს მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში მისვლით დასრულდა. დღის განმავლობაში სხვადასხვა ქუჩის მცხოვრებლებმა შემოწირულობა და ტკბილეული გაიღეს. დღის ბოლოს კი შემოწირულობები სამების ტაძარში მიიტანეს.

სამების ტაძარში მისვლამდე ალილოს მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. პრეზიდენტმაც მათ საჩუქრები დაახვედრა.

„მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღე, როდესაც ჩვენში იბადება ერთმანეთის სიყვარული, მხარდაჭერის უნარი, ერთმანეთთან გაზიარების უნარი,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

თბილისის ქუჩებში საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეები თბილისის საკრებულოსთანაც მივიდნენ. შენობასთან თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დახვდნენ და შემოწირულობა გაიღეს.

„გადავცემთ საჩუქრებს იმ მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს, ვისთვისაც, ტრადიციულად, ეს ღონისძიება და ამ ღონისძიების ფარგლებში საჩუქრების გადაცემა ხდება,“ - აცხადებს დავით ნარმანია.

გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ერთსულოვნება და გვერდში დგომა სასიკეთო იქნება ქალაქის და ქვეყნის მომავლისთვის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები