06 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტალზე მოძრაობა შესაძლოა დღის ბოლოს აღდგეს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტალი 18 საათზე მეტია ჩაკეტილია. მიზეზი მიწის ჩამოშლა გახდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. მოძრაობა ამ დროისთვის შემოვლითი გზებით - ხარაგაულის ან საჩხერის მიმართულებით ხორციელდება.

ადგილზე კი გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. გეოლოგები მიწის ხელახალ ჩამოშლას აღარ ელოდებიან. საგზაო დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ გზა დღის ბოლოს გაიხსება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, მერაბ გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის პროცესის განმეორება ნაკლებ სავარაუდოა.

მისი თქმით, დღის მეორე ნახევარში მოძრაობა ცალმხრივად გაიხსნება.

დღის ამბები