რესტორან დაინინგ რუმსთან, სადაც ნიკა გვარამიაზე თავდასხმა მოხდა, პოლიცია იმყოფება. რესტორანთან იმყოფება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორიც. ადგილზე არიან განხორციელებული თავდასხმის დროს მასთან ერთად მყოფი მეგობრებიც.
ამ დროისთვის სამართალდამცავებს ნიკა გვარამია ჯერ არ დაუკითხავთ.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.