შობის ღამეს ახალშობილი გოგონა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ღობეზე უცნობმა პირებმა დატოვეს. შემთხვევა ქუთაისში ჩხობაძის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივები შობის დღესასწაულის შესახვედრად ემზადებოდნენ, როდესაც ეზოდან ტირილის ხმა შემოესმათ.
ადგილზე გასულებს კი საზარელი სურათი დახვდათ. ჩვილი გოგონა ღობეზე პოლიეთილენის პარკით იყო ჩამოკიდებული.
შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ადგილობროვებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ჩვილი გოგონა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, გოგონა დაახლოებით 3 დღის წინ დაიბადა. მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
ჩხობაძის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში საგამიოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
პოლიცია ადგილზე დგილობრივი ბავშვების შეტყობინების საფუძველზე მივიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი