01 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
საშობაო ალილოს მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს საშობაო მსვლელობა მიმდინარეობდა. მთელი ქალაქის მოვლით, მაცხოვრებლები სხვადასხვა პროდუქტებსა და საჩუქრებს ამჯერად სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ბავშვთა სახლებისთვის აგროვებენ.

12 საათზე გალობით დაიწყეს შობის მახარობლებმა მსვლელობა ბათუმში, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან.

ქუთაისში შობის აღნიშვნა მახარობლებმა დღეს დილიდან დაიწყეს. ალილოს მონაწილეებმა გალობით ქალაქის ქუჩები მოიარეს და დღესასწაული მოსახლეობას მიულოცეს.

ქრისტესშობის დღესასწაული ალილოთი გურჯაანშიც აღნიშნეს. შობის მახარობლებმა მთელი ქალაქი შემოიარეს და სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საჩუქრები შეაგროვეს.

რუსთავში მეალილოეებმა გალობა დილის 12 საათიდან, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოდან დაიწყეს. მრევლთან ერთად მსვლელობას ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ფოთში, ყველა ტაძარში მსვლელობა ერთდროულად დაიწყო. ალილოს მსვლელობისას შეგროვებული საჩუქრები კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი, ნათია ბუცხრიკიძე

დღის ამბები