რუსთავი 2-ის გენერალურ დიქრექტორზე რესტორან დაინინგ რუმსში თავდასხმა მოხდა. თვითხილველების თქმით, საკმოდ სწრაფად განვითარდა მოვლენები და ვერ აღიქვეს რეალურად რა მოხდა.
რესტორნის თანამშრომლები იხსენებენ, რომ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასმის სავარაუდო მონაწილეები სხვა მაგიდასთან გადასხდნენ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამია მის მეგობრებთან ერთად რესტორანში შემოსული დაინახეს.
მათი თქმით, სავარაუდო თავდამსმელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და 4 ახალგაზრდიდან მხოლოდ ორმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს.
თანამშრომლები იხსენებენ, რომ ეს შემთხვევა მათთვის ანგარიშის მიტანის შემდეგ მალევე მოხდა, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ სწრაფად გაიქცნენ.
„აუცილებლად მივყვები ამას ბოლომდე. არ არსებობს, რომ დავტოვო ასე, იმიტომ რომ, ამ რესტორანსაც ძალიან დიდი ზიანი მიადგა. გარდა იმისა, რომ ადამიანს მიაყენეს ფიზიკური ზიანი და შეურაცხყოფა, აქაურობასაც ძალიან აზიანებენ,“ - აცხადებს რესტორნის მეპატრონე ქეთი ბაქრაძე.