06 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
"ამ ქვეყანაში ძალადობრივი და ანგარიშსწორების ფონია, ეს უნდა დამთავრდეს" - ნიკა გვარამია

„ვიღაცამ რაღაც თავში ჩამარტყა, იატაკზე გამოვფხიზლდი, იმ ადამიანებმა, ვინც ჩემთან ერთად იყვნენ, წინააღმდეგობა გაუწიეს და მათაც მოხვდათ,“ - რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

ნიკა გვარამია დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

„ამ ქვეყანაში ძალადობრივი და ანგარიშსწორების ფონია, ეს უნდა დამთავრდეს, არავითარ ბოდიშს არ მივიღებ, ამ ადამიანებს მაქსიმალურად გავუსწორდები კანონის ფარგლებში, ჩავყვები სამარის კარამდე, აუცილებლად დავასჯევინებ სახელწიფოს შესაბამის ორგანოებს,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა რესტორან დაინინგ რუმსში მოხდა. 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

დღის ამბები