06 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
საქართველოდან და თურქეთიდან ავიარეისების აღდგენას მგზავრები ამ დრომდე ელოდებიან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე იმყოფებიან ის მგზავრები, რომლებიც თითქმის 24 საათია სტამბოლის მიმართულებით გამგზავრებას ელოდებიან.

სტამბოლის დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა საქართველოს მოქალაქეებსაც. მგზავრების ნაწილი თბილისისკენ გამომგზავრებას ათათურქის აეროპორტში ამ დრომდე ელოდება.

რამდენიმე რეისი თურქეთის მიმართულებით გადაიდო თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც.

სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით გაუარესებული ამინდის გამო სულ 4 რეისი გადაიდო, მათგან 3 თურქეთის ავიახაზებს უნდა შეესრულებინა, ხოლო 1 ატლასგლობალს.

თურქეთის ავიახაზების თბილისის წარმომადგენლობამ გადადებული ავიარეისების აღდგენის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

ატლასგლობალში კი აცხადებენ, რომ მგზავრთა უმეტესობა მოთავსდა თურქეთის სასტუმროებში და გადადებული რეისი ხვალ შესრულდება.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც, ძლიერი ქარბუქის გამო, სტამბოლის მიმართულებით რეისი ვერ განხორციელდა.

ხვალ თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით სულ 5 საერთაშორისო რეისი უნდა შესრულდეს. 

ავტორი: შოთა კიკნაძე

დღის ამბები