06 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი ისევ ჩაკეტილია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი ისევ ჩაკეტილია. საგზაო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადების მიუხედავად, გზის გახსნა დღის ბოლომდე ვერ მოხერხდა.

ამ მონაკვეთზე მოძრაობა თითქმის 24 საათის წინ შეჩერდა, მიზეზი კი მიწის ჩამოშლა გახდა.

ავტომანქანებს გადაადგილება შემოვლითი გზებით შეუძლიათ - მოძრაობა ხარაგაულის ან საჩხერის მიმართულებითაა შესაძლებელი.

დღის ამბები