06 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა - რატი გაჩეჩილაძე პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს

რატი გაჩეჩილაძე ცოტა ხნის წინ პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს. ლევან გაჩეჩილაძის შვილმა ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია და აღიარა, რომ გვარამიას თავს ის დაესხა.

ადგილზე იმყოფება მისი ადვოკატიც. ლილი გელაშვილი აცხადებს, რომ მას ლევან გაჩეჩილაძეც დაუკავშირდა და სამმართველოში მისვლა თხოვა. ადვოკატი ადასტურებს, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა რატი გაჩეჩილაძემ მიაყენა, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა დღეს საღამოს მოხდა. ნიკა გვარამიას თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

შსს-მ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები