თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ დაკითხვაზე რესტორან დაინინგ რუმის 4 თანამშრომელი მივიდა.
მათ დღეს საღამოს რესტორანში ნიკა გვარამიაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე უნდა მისცენ ჩვენება. დაკითხვაზე შესვლამდე მათ განაცხადეს, რომ გაუჭირდებათ იმ პირის ამოცნობა, ვინც დღეს თავს ნიკა გვარამიას დაესხა.
სამი საათია დაკითხვაზე იმყოფება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მისი მეგობრები - დათო დოიაშვილი, მანანა დოიაშვილი და მარინა ბერიძე. ისინი ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმისას რესტორანში იმყოფებოდნენ.
ასევე ცოტა ხნის წინ რატი გაჩეჩილაძე პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს. ლევან გაჩეჩილაძის შვილმა ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია და აღიარა, რომ გვარამიას თავს დაესხა.