06 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
"ეს იყო ჯგუფური თავდასხმა" - ნიკა გვარამია დაკითხვიდან გამოვიდა

"თავდამსხმელი არ იყო მარტო, ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, როდესაც ის ამბობს, რომ მარტო იყო ამით ვიღაცას კი არ აფარებს ხელს, საკუთარი თავის გამოძვრენას ცდილობს, რადგან ჯგუფური თავდასხმა დამამძიმებელი გარემოებაა და გაცილებით უფრო მაღალი სასჯელია მისთვის. იქ იყო 2 ადამიანი, ერთი მე დამესხა თავს, მეორე ჩემს მეგობარს, "- ნიკა გვარამია დაკითხვიდან გამოვიდა და პირველი კომენტარი გააკეთა რამდენიმე საათის წინ მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის შესახებ. 

"შსს ოპერატიულად, პროფესიულად, კეთილსინდისიერად იქცევა. ყველაფერს სწორად აკეთებს. ერთადერთი, რაც დარჩა, არის დამნაშავის დაკავება, პროკურატურის მხრიდან შესაბამისი სასჯელის მოთხოვნა, ეს იყო ორგანიზებული, ძალადობრივი დანაშაული. დამნაშავესთან შერიგებას ან კომუნიკაციას არ ვაპირებ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად გაემგზავრა.

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა რესტორან დაინინგ რუმში მოხდა. მისი თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 

ცოტა ხნის წინ რატი გაჩეჩილაძე პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს. ლევან გაჩეჩილაძის შვილმა ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია და აღიარა, რომ გვარამიას თავს დაესხა. 

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვეს ნიკა გვარამიას მეგობრებმა, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ისინი რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმას შეესწრნენ. 

დღის ამბები