06 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის დირექტორს სამედიცინო ექსპერტიზა რესპუბლიკურ საავადმყოფოში უტარდება

რუსთავი 2-ის დირექტორს სამედიცინო ექსპერტიზა რესპუბლიკურ სავადმყოფოში უტარდება. გვარამია ექსპერტიზაზე სამართალდამცველების მოთხოვნით, სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ მივიდა. 

სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად იმყოფება ასევე მისი მეგობარი დათო დოიაშვილი, რომელიც თავდასხმისას ნიკა გვარამიასთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ნიკა გვარამიას თავს რესტორან დაინინგ რუმში დაესხნენ. 

ცოტა ხნის წინ რატი გაჩეჩილაძე პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს. ლევან გაჩეჩილაძის შვილმა ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია და აღიარა, რომ გვარამიას თავს დაესხა. 

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვეს ნიკა გვარამიას მეგობრებმა, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ისინი რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმას შეესწრნენ. 

დღის ამბები