06 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
ექიმების თქმით, ნიკა გვარამიას ქალატვინის დახურული ტრავმა აღენიშნება

ქვეყნის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპლექსური გამოკვლევები დასრულდა.

როგორც ექიმმა რეანიმატოლოგმა, ხათუნა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ნიკა გვარამიას ქალატვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა და სხეულის რბილი ქსოვილის დაზიანება აღენიშნება.

რესპუბლიკური კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო ცენტრის ექიმების თქმით, ისინი ნიკა გვარამიას 24 საათიან ჰოსპიტალიზაციას საჭიროდ მიიჩნევენ, თუმცა გადაწყვეტილება თავად პაციენტმა უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა რესტორან დაინინგ რუმში მოხდა. მისი თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ლევან გაჩეჩილაძის შვილმა ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია და აღიარა, რომ გვარამიას თავს დაესხა.

ამავე თემაზე
დღის ამბები