რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს მასზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, ქალატვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა და სხეულის რბილი ქსოვილის დაზიანება აღენიშნება. განცხადება ექიმებმა კომპლექსური შემოწმების შემდეგ გააკეთეს. ნიკა გვარამია სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.
მომხდარიდან რამდენიმე საათში ლევან გაჩეჩილაძის ვაჟმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს თავს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობის გამო დაესხა. რატი გაჩეჩილაძის განცხადებით, ის ბარში გვარამიას მარტო გაუსწორდა.
რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა რესტორან დაინინგ რუმში მოხდა. გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ჯგუფურად გულისხმობს. რატი გაჩეჩილაძის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს.