ხანძარი აჭარაში - ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპრეშუმში დამწვარია დაახლოებით 20 ჰექტარი მიწის ფართობი. ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახანძრო ბრიგადებმა ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს. ცეცხლის გაჩენის მიზეზად დაუდევრობა სახელდება.