თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი რამდენიმე საათში უნდა გაიხსნას. შეფერხების მიზეზი რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ შორაპანთან 6 იანვრის ღამით ჩამოწოლილი მეწყერია.
საგზაო დეპარტამენტში ამბობენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, განმეორებითი მეწყერის საფრთხე აღარ არსებობს და მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი გზის გასახსნელად.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ტერიტორიაზე ამ დრომდე შემოვლითი გზით ხორციელდება.
„24 საათიან რეჟიმში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდებოდა გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს საათებში იქნება აღდგენილ ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.