06 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. მათ შორის არიან ნიგერიისა და განას მოქალაქეები. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის მიმართულებით აპირებდნენ.

გამოძიება საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები