06 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
ხმაური სუხიშვილის 12 ნომერში - მძიმე ტექნიკამ მშენებლობაზე მუშაობა განაახლა

ამ წუთებში ხმაურია სუხიშვილის 12 ნომერში. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ინვესტორმა დაარღვია შეთანმხება და მშენებლობა განაახლა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელმაც მუშაობა განაახლა, ადგილობრივები კი მას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. 

დედაქალაქის მუნიციპალიტეტში სამმხრივი შეხვედრა მხარეებს შორის 2 დღის წინ გაიმართა. მაშინ მერიამ განაცხადა, რომ ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონსენსუსი უნდა შედგეს და ამის შემდეგ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შეთანხმებას აღსრულებაში მოიყვანს.

როგორც ცნობილი ხდება, ადგილობრივებმა ინვესტორისთვის ალტერნატიული ფართიც კი გამონახეს, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, ინვესტორმა შეთანხმება დაარღვია და მან მშენებლობა სუხიშვილის 12 ნომერში გააგრძელა, რასაც ხმაური მოჰყვა. ტერიტორიაზე ამოძირკვულია 3 ხე.

ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც შესაბამისი აქტიც შეადგინა და ის მერიაში გადაგზავნა. ადგილზე მივიდა დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელიც. 

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა სუხიშვილის 12 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.

დღის ამბები