როგორი იქნება ქართულ მხარესა და რუსულ გაზპრომ-ექსპორტს შორის ახალი კონტრაქტი ჯერ უცნობია.
გასულ წელს ხელმოწერილ შეთანხებას ვადა გასული წლის ბოლოს გაუვიდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო შეხვედრიდან ქართული მხარე "შეუთანხმებელი პოზიციით" დაბრუნდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირის ტრანზიტი ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. ქართულმა მხარემ გაზპრომ-ექსპორტთან ბოლო შეხვედრა 23 დეკემბერს გამართა. საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტით გატარების სანაცვლოდ, მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს - ქართულ მხარეს ხელშეკრულების აღნიშნულ პირობებზე დარჩენა სურს, თუმცა არ გამოირიცხება ტრანზიტის საფასურის გადახდის მონეტიზაციაც.
ენერგეტიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ისინი მაქსიმალური შედეგის მიღწევას ცდილობენ. როდის გაიმართება გაზპრომ-ექსპორტთან მორიგი სამუშაო შეხვედრა უწყებაში ვერ აკონკრეტებენ.