აქცია იყო ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში - ადგილობრივები მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას, ხეების მოჭრასა და ადგილზე ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
მოსახლეობამ ამ მოთხოვნით მერიასაც მიმართა, სადაც დაადასტურეს, რომ ტერიტორია გასხვისებულია. სხვა ინფორმაციის მიღება ქალაქის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივებმა ვერ შეძლეს. ხალხი კორპუსების ნაცვლად დასასვენებელი პარკის გაკეთებას ითხოვს.