06 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
რატი გაჩეჩილაძეს ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმისთვის ბრალს სავარაუდოდ ხვალ დილით წარუდგენენ

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ოფიციალურად ბრალს დღის ბოლომდე წარუდგენენ. გაჩეჩილაძე ნიკა გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს, თუმცა მისი ადვოკატის ინფორმაციით დაპირისპირების პროვოცირება გვარამიამ და მისმა მეგობრებმა მოახდინეს. თავდასხმის მოტივად კი ადვოკატი ნიკა გვარამიასა და ნაციონალური მოძრაობის კავშირს ასახელებს. ლევან გაჩეჩილაძის შვილი გვარამიას ფიზიკურად გუშინ საღამოს ფალიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში გაუსწორდა.

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა თავდაპირველად 126-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ჯგუფის მიერ გულისხმობს. თუმცა მოგვიანებით მუხლი შეიცვალა ძიება ახლა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, არ არის გამორიცხული, ბრალის წარდგენის შემდეგ მუხლი ისევ გადაკვალიფიცირდეს. რატი გაჩეჩილაძეს ბრალს სავარაუდოდ ხვალ დილით წარუდგენენ.

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, თამთა დოლენჯაშვილი, მამუკა ჯინჭარაძე, ტატო კახიძე, გიორგი კვიწინაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები