06 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
პროტესი მშენებარე კორპუსს - დაწყებული მშენებლობა დღეს უკვე მეხუთედ, ადგილობრივებმა შეაჩერეს

ხმაური იყო დღეს ვარკეთილში, სუხიშვილის 12 ნომერთან - ადგილობრივი მოსახლეობა ინვესტორს შეთანხმების დარღვევასა და მშენებლობის განახლებაში ადანაშაულებდა.  

მათი თქმით, ინვესტორმა ბოლო შეთანმხება ალტერნატიული ფართზე გადასვლის შესახებ დაარღვია და მშენებლობა დღეს განაახლა.

სუხიშვილის მცხოვრებლებმა მძიმე ტექნიკას მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

სიტყვიერი დაპირისპირება მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და ვარკეთილის მცხოვრებლებს შორის მოხდა. ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში დაწყებული მშენებლობა დღეს უკვე მეხუთედ, ადგილობრივების პროტესტმა შეაჩერა.

საკითხის განხილვას დედაქალაქის მერია სამმხრივ შეხვედრაზე რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები