06 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
მომხდარზე პასუხისმგებლობა აკისრია ივანიშვილს - შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტს აფასებს

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმა ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ უკავშირდება.

მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ყველა ინტერვიუ იწყება რუსთავი 2-ზე საუბრით და სრულდება ნიკა გვარამიათი. აქედან გამომდინარე, მისი აზრით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

პოლიტიკოსის თქმით, რატი გაჩეჩილაძე დანაშაულის იარაღად არის გამოყენებული.

„მომხდარზე პერსონალური პასუხისმგებლობა აკისრია რეჟიმის მეთაურ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც წლებია პირადად აღვივებს სიძულვილს არა მარტო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ, არამედ მისთვის მიუღებელი ტელევიზიების, ჟურნალისტების თუ ტელეკომპანიათა მენეჯერების მისამართით. ეს ახალგაზრდა გამოყენებულია დანაშაულის იარაღად თავისი გარემოცვისა და ივანიშვილის პროპაგანდის გავლენით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მომხდარ ფაქტს ნაციონალურ მოძრაობაშიც ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

დღის ამბები