ისრაელის პირველ ლედის მაკა ჩიჩუამ უმასპინძლა. ორი ქვეყნის პირეველმა ქალბატონებმა საჩუქრები გაცვალეს და მეტეხის ტაძრის ეზოდან თბილისის ხედი დაათვალიერეს.
საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში მყოფ ისრაელის პირველ ლედის, ნეჩამა რივლინს პრეზიდენტის სასახლეში ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა.
ისრაელის პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუას საქართველოში მოწვევისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ორი ქვეყნის პირველმა ქალბატონებმა საქართველოსა და ისრაელს შორის კულტურული ურთიერთობები განიხილეს.
შეხვედრისას მაკა ჩიჩუამ და ნეჩამა რივლინმა საჩუქრები გაცვალეს.