სოფელ ახაშენში მომხდარ ავარიას 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის, ახაშენის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი გოლფისა და 06-ის მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 06-ის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მსუბუქად დაშავდა მეორე ავტომანქანის მფლობელიც.
საგამოძიებო ჯგუფებმა მომხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყეს. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.