ნიკა გვარამიამ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა გაიარა. ექიმის უკვე არსებული დასკვნის მიუხედავად, ექსპერტიზა გამოძიებამ მოითხოვა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებიც გააკეთა.
იგი აბსოლუტურ ტყუილს უწოდებს რატი გაჩეჩილაძის ადვოკატის განცხადებებს რაიმე სახის პროვოცირებასთან დაკავშირებით.
„აბსოლუტური ტყუილია, რომ რაიმე სახის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი. ჯერ ერთი, მე საერთოდ არ ვიცნობ რატი გაჩეჩილაძეს, არც შემინიშნავს იქ. ეს აბსოლუტურად სხვა დღე იყო ჩემთვის და გაჩეჩილაძე კი არა, საერთოდ არავინ არ გამხსენებია. ვისთან არის საერთოდ ლევან გაჩეჩილაძე, რომ ოდესმე მახსენდებოდეს მისი არსებობა. ვსაუბრობდით ჩუმად, ნორმალურად და ვსაუბრობდით ჩემს პრობლემაზე, მამაჩემის გარდაცვალებაზე და ა.შ. მეტი რაზე უნდა გვესაუბრა... მე, მართალია, თავდასხმა არ მინახავს, იმიტომ რომ ეს თავდასხმა მოხდა უკნიდან და მიპარვით. მიუხედავად ამისა, მე ვნახე ორი თავდამსხმელი, რომელიც გარბოდა. ამას გარდა, ეს ორი თავდამსხმელი ნახეს ჩემმა ასე ვთქვათ, თანამესუფრეებმა, იქ მყოფმა ჩემმა მეგორბებმა და ნახეს, რომ ორივე იღებდა ამაში მონაწილეობას. მე არავითარი საფუძველი არ მაქვს მათ არ ვენდო. ასე რომ, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იქ იყო ორი ადამიანი და სახელმწიფო გამოძიებას და ბრალდებას აქვს ვალდებულება, რომ დაადგინოს მეორე ადამიანის ვინაობა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ავტორი: ანა წერეთელი.