06 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
რატი გაჩეჩილაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს 19:00 საათზე იმსჯელებს

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალედბულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასარმთლო დღეს 19:00 საათზე იმსჯელებს.

ბრალი რატი გაჩეჩილაძეს დღეს შუადღეს წარუდგინეს. კვალიფიკაცია უცვლელია - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლის პირველი ნაწილი, რაც ძირითად სასჯელად 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე მსუბუქი დანაშაულის კატეგორიაშია.

პროკურატურა რატი გაჩეჩილაძისთვის 5000 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვს საპატიმრო უზრუნველყოფით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე თანხის გადახდა არ მოხდება, რატი გაჩეჩილაძე პატიმრობაში დარჩება.

დღის ამბები