06 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
დაპირისპირება ენმ-ში პიკს აღწევს - სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური პარტიის ოფისში

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს პირველად საჯაროდ განაცხადეს, რომ პარტია ორად გაიყო. პარლამენტში მომხდარმა სიტყვიერმა დაპირისპირებამ ღიად აჩვენა მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები.

სერგო რატიანმა და მისმა თანამოაზრეებმა მელიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი მათთვის მიუღებელი პოზიციებიდან გამომდინარე დააყენეს. მათი განმარტებით, ფრაქციის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას თავს ვერ ართმევს. ნიკა მელია კი ამ ფაქტს მის და მისი მხარდამჭერების მიმართ ანგარიშსწორებით ხსნის.

დღევანდელ დაპირირსპირებას პარტიის წევრების ნაწილი ნაციონალური მოძრაობის დაშლად განიხილავს და აცხადებს, რომ პატიაში გაყრა მოხდა. აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ, თანაპარტიელების ნაწილის ადგილს მისი გვერდით ვეღარ ხედავს.

გიგი უგულავას აზრით, პარტიის ერთიანობის შენარჩუნების ძალიან მცირე, მაგრამ რესურსი არსებობს, რომელიც სულ უფრო მცირდება. თბილისის ყოფილი მერი რამდენიმე დღეს ითხოვს, რომ პროცესებში გაერკვეს და სააკაშვილს შეხვდეს. გიგი უგულავას თხოვნით დღეს ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენების პროცესიც კი შეჩერდა.

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის დღეს გადადებული სხდომა, სადაც დეპუტატებს ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, შესაძლოა 12 იანვარს გაიმართოს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

დღის ამბები