06 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
რადიო ჰერეთი სუს-ს ელექტროენერგიის მოპარვაში ადანაშაულებს - უწყებას შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

რადიო ჰერეთის გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ელექტროენერგიის მოპარვაში ადანაშაულებს. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ორი წლის განმავლობაში, ლაგოდეხში უწყების გადამცემები რადიოს მრიცხველთან იყო დაკავშირებული. ჰერეთის ხელმძღვანელობას ელექტროენერგიის მითვისების ეჭვი ბოლო პერიოდში გაზრდილმა გადასახადმა გაუჩინა.

ლაგოდეხის ტელესადგურში ადასტურებენ, რომ სუს-ი ელექტროენერგიას რადიოს მრიცხველიდან იღებდა, თუმცა როგორ ან ვის მიერ მოხდა უსაფრთხოების სამსახურის სადენის დაერთება ჰერეთის მრიცხველზე, მათთვის უცნობია.

კახეთის ენერგოდისტრიბუციაში ვერ აკონკრეტებენ, იღებდა თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ელექტროენგერგიას უკანონოდ. რადიო ჰერეთის მენეჯმენტი კი ზარალის დათვლას გეგმავს.

აუნაზღაურებს თუ არა სუს-ი რეგიონალურ რადიოს ელექტროენერგიისათვის გადახდილ თანხას ჯერ უცნობია. ჰერეთის ხელმძღვანელობა უწყებასთან სამართლებრივი დავის დაწყებასაც არ გამორიცხავს.

ავტორი: შოთა კიკნაძე.

დღის ამბები