ერთადერთი სათხილამურო ტრასა თბილისის შემოგარენში დაიხურა. ბეთანიის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ წინა წლებში ბევრი ხალხი დადიოდა და ადგილობრივებიც დასაქმებულები იყვნენ.
ის, რომ კურორტის გაჩერება წყნეთი-ბეთანიის ამ დრომდე გაუკეთებელი გზის ბრალია, ადასტურებს რანდევუ ბეთანიის ხელმძღვანელი. თამაზ ბასილიას განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოები დროულად რომ ჩატარებულიყო და გზა გაეკეთებინათ, წელს სათხილამურო ტრასა გაიხსნებოდა. გზა, რომელიც თბილისიდან წყნეთის გავლით ბეთანიაში მიდის, 2015 წლის სტიქიის შემდეგ დაკეტილია.
ნარმანიას უწყებამ დღეს არა თუ გზის განახლებაზე ამ საკითხზე საერთოდ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ბეთანიის სამთო-სათხილამურო კურორტი რანდევუ ბეთანიის გახსნისთვის ინვესტორმა 30 ათას კვადრატულ მეტრიანი ტერიტორია იჯარით აიღო და ტრასისა და კომუნიკაციების მოწყობაში 2 მილიონ ნახევარი დოლარი გადაიხადა.
ავტორი: ეკა გაგუა