06 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
გორის რაიონში მომხდარ ავარიას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას გორის რაიონში. შემთხვევა სოფელ სკრას ტერიტორიაზე მოხდა. სავარაუდოდ, მძღოლს მანქანა მოყინულ გზაზე მოუცურდა და ხევში ჩავარდა.

3 წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა, მშობლები და 11 წლის მოზარდი ამ დრომდე საავამყოფოში იმყოფებიან. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები