06 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
როგორც ჩანს გადაწყვეტილია, რომ სამაგალითოდ დავისაჯო - კილაძე პროკურატურაში მის დაბარებას ეხმაურება

გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი პატიმართა წამების ამსახველი კადრების საქმეზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ელისო კილაძე უწყებაში მოწმის სახით 12:00 საათზე უნდა მივიდეს. იგი ამ საქმეზე ერთხელ უკვე დაიკითხა, მას შემდეგ რაც ვიდეომასალა გაასაჯაროვა.

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ მას დღეს ამ საქმეზე ბრალიც წაუყენონ. მისი თქმით, გამოძიებას კითხვები პერსონალურ მონაცემთა კანონის დარღვევასთან დაკავშირებით აქვს.

„როგორც ჩანს გადაწყვეტილია, რომ ამ კადრების გამავრცელებელი, ანუ მე, სამაგალითოდ დავისაჯო,“-აცხადებს ელისო კილაძე.

დღის ამბები